ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ რუსეთთან ომში დაკარგა 100 000 ჯარისკაცი, 13 000 მშვიდობიანი მოქალაქე, ჩვენი ხალხი ყველაზე მაღალ ფასს იხდის
უკრაინამ რუსეთთან ომში 100 000 ჯარისკაცი დაკარგა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში 13 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს 600-ზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თავს დაესხა 1 700 საგანმანათლებლო და 780 სამედიცინო დაწესებულებას.
„ჩვენი ხალხი ყველაზე მაღალ ფასს იხდის. უფრო მაღალი ფასი არ არსებობს. მთელი ფული გავეცით – ყველაფერი, რაც გვაქვს ფინანსურად, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ გავეცით ჩვენი ხალხის სიცოცხლე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.