ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანამ პირველად გამოიყენა საკუთარი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა.
„უკრაინული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა. FP-7. პირველი საბრძოლო გამოყენება. მადლობა შედეგისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის თქმით, შემდეგი ნაბიჯი ამ რაკეტების წარმოება იქნება. უკრაინის პრეზიდენტს დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, FP-7 უკრაინულმა კომპანია Fire Point-მა შეიმუშავა. რაკეტას შეუძლია, წამში 1500 მეტრამდე სიჩქარე განავითაროს.
Ukrainian tactical ballistic missile. FP-7. First combat use. Thank you for the result. Next up: production. Glory to Ukraine! pic.twitter.com/IxdjVg51c1
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 1, 2026