ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ პარტნიორებს ისეთი შეთანხმების მიღწევა შესთავაზა, რომლითაც ქვეყნები ერთმანეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანას შეაჩერებენ, შეთანხმება უნდა იყოს სანდო და ხანგრძლივი

21:07, 14.09.2026

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ პარტნიორებს ისეთი შეთანხმების მიღწევა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნები ერთმანეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანას შეაჩერებენ.

მისი თქმით, უკრაინას არ აქვს რწმენა, რომ რუსეთი რაიმე შეთანხმება დაიცავს.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსები – სურსათი, ენერგია და სხვა აუცილებელი საშუალებები დაცული უნდა იყოს, რუსული დარტყმები კი უპირველესად სწორედ მათკენ არის მიმართული“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

​ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებისგან თავს შეიკავებს, უკრაინა მზად არის, საკუთარი დარტყმებიც შეაჩეროს.

„ეს შეთანხმება უნდა იყოს სანდო და ხანგრძლივი, რეალურად უნდა აისახებოდეს ხალხის ცხოვრებაზე და არ უნდა ჩაიშალოს მას შემდეგ, რაც რუსეთი „არჩევნებს“ ჩაატარებს და სწორედ ამ პერიოდისთვის ბენზინსა და დიზელზე ზეწოლის შემსუბუქებას მიაღწევს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს და მათი პარტნიორებისგან კონკრეტიკას ელოდებიან.

 

მსგავსი