ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ არაფერი იცოდა საუდის არაბეთში რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებებზე და მონაწილეობის გარეშე მიღებულ შეთანხმებებს კიევი არ აღიარებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ არაფერი იცოდა საუდის არაბეთში რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებებზე და მონაწილეობის გარეშე მიღებულ შეთანხმებებს კიევი არ აღიარებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებში და ოფიციალური კიევის მონაწილეობის გარეშე უკრაინის შესახებ მიღებულ შეთანხმებებს არ აღიარებს.

როგორც ზელენსკი განმარტავს, უკრაინულმა მხარემ „ამის შესახებ არაფერი იცოდა და ვერ აღიარებენ მათ გარეშე მიღწეულ შეთანხმებებს“.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ „18 თებერვალს საუდის არაბეთში მის ოფიციალური ვიზიტს არავითარი კავშირი არ აქვს აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოვლენებთან“.