ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად და დარწმუნებული ვართ, ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ძლიერი გადაწყვეტიელების შესაბამისად იმოქმედებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
სოციალურ ქსელ X -ზე ზელენსკიმ გაიხსენა უკრაინის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლების შეხევდრა, რომელიც ლონდონში გაიმართა. ზელესნკი წერს, რომ ემოციური დღე იყო.
„ჩვენ მადლიერები ვართ პარტნიორების. უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები, კონკრეტულად კი აშშ, იმოქმედებს საკუთარი ძლიერი გადაწყვეტიელების შესაბამისად“, – წერს ზელენსკი.
სოციალურ ქსელში თავის პოსტს ზელენსკიმ დაურთო ყირიმის დეკლარაციის ამონარიდი, ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს 2018 წლის განცხადება, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარება.