ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ვერ და არ შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი მიწის რომელიმე ნაწილის წართმევის მცდელობებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ვერ და არ შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი მიწის რომელიმე ნაწილის წართმევის მცდელობებს

უკრაინა ვერ და არ შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი მიწის რომელიმე ნაწილის წართმევის მცდელობებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა პარტნიორებთან მოქმედებების კოორდინაცია რუსეთის მიერ ორგანიზებული ყალბი რეფერენდუმებისა და მასთან დაკავშირებული ყველა საფრთხის საპასუხოდ, „რადგან ეს არ არის 2014 წელი, ყველას ყველაფერი ესმის და ისინი აუცილებლად იმოქმედებენ“.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშეს ესაუბრა და უთხრა, რომ გაერო-ს წესდების დარღვევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

„დღეს კი, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო აშშ-ს და პირადად პრეზიდენტ ბაიდენს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტისთვის ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობით. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. რუსეთში ვინმე თუ თვლის, რომ შეუძლია „გაათავისუფლოს“ ყველაფერი, რასაც აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთში ვინმე თუ იმედოვნებს, რომ მსოფლიო უღალატებს საკუთარ ღირებულებებს, შეშინებულია სხვა რუსული განცხადებებით ანექსიის შესახებ, მაშინ ისინი, რუსეთში, ცდებიან. ოკუპანტის მხრიდან ესკალაციის ყოველი შემდგომი ნაბიჯი მხოლოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსოფლიომ კიდევ უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს. რაც შეეხება ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათთვის, ვისაც მხოლოდ რუსული ესმის მათთვის – სიცოცხლე თუ გინდათ, გაიქეცით. თუ გინდათ იცოცხლოთ, დანებდით. თუ გინდა იცოცხლოთ, იბრძოლეთ ქუჩებში თავისუფლებისთვის. ყველაფერი მაინც წაგართვეს“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.