ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა თუ ვერ გაუძლებს ზეწოლას, ჩვენი მეზობლები, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოები შესაძლოა, აღმოჩნდნენ რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა თუ ვერ გაუძლებს ზეწოლას, ჩვენი მეზობლები, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოები შესაძლოა, აღმოჩნდნენ რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი არ შეჩერდება ჩვენს ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე. ამიტომ, გვესმის, რომ თუ ჩვენი სახელმწიფო ვერ გაუძლებს ასეთ ზეწოლას, მაშინ ჩვენი მეზობლები, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოები შესაძლოა, აღმოჩნდნენ რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა ზელენსკიმ.