ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსეთის შიგნით ობიექტებზე თავდასხმას არ გეგმავს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა რუსეთის შიგნით ობიექტებზე თავდასხმას არ გეგმავს

უკრაინა არ გეგმავს რუსეთის შიგნით ობიექტებზე თავდასხმას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი ავიაგამანდგურებლების კოალიციის შექმნაზე მუშაობს, რაც რთული საკითხია.

„ჩვენ არ ვესხმით თავს რუსეთს. ამის არც დრო გვაქვს, არც ძალა და არც იარაღი. ჩვენ ვამზადებთ კონტრშეტევას უკანონოდ დაპყრობილი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბერლინს მხარდაჭერისთვის რუსეთის ჯარების წინააღმდეგ და გერმანიას „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა.