ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზად არის აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისთვის
KYIV, UKRAINE – MARCH 11, 2022 – President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)
უკრაინა მზად არის აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ განმარტა, რომ გაზის ტრანზიტის საკითხი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილა. მისი თქმით, მხარეებმა უკრაინის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრეს, რაც ევროპის გაზით მომარაგებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა სხვა ერთობლივი ნაბიჯებისთვის, თუ ევროპას სჭირდება გაზი და არა მაინცდამაინც რუსული გაზი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი დღეისთვის დაახლოებით 40 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიპოვებს, საიდანაც თავად იყენებს მხოლოდ 14-15 მილიარდ კუბურ მეტრს, შესაბამისად, მას აქვს დაახლოებით 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტის პოტენციალი.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზად არის, ყველა საჭირო კონტრაქტი გააფორმოს გაზის ექსპორტისთვის, თუ მიიღებს შესაბამის სიგნალს ევროპისგან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპიდან.
აღსანიშნავია, რომ უკრაინამ პირველი იანვრიდან შეწყვიტა რუსული გაზის ტრანზიტი.