ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მხარდაჭერის კრიტიკულ მასას აგროვებს, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მხარდაჭერის კრიტიკულ მასას აგროვებს, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით

უკრაინა აგროვებს მხარდაჭერის კრიტიკულ მასას, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა საკმაოდ აქტიური მოძრაობაა უკრაინული მშვიდობის ფორმულის კიდევ ერთ პუნქტზე – სასურსათო უსაფრთხოებაზე.

ზელენსკიმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის „სულიერი დამოუკიდებლობისთვის“.

„ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვარშავა და სხვა დედაქალაქები… ყველგან ვამყარებთ პოზიციებს, ვაგროვებთ პარტნიორების მხარდაჭერას. ჩვენ ყოველ დღეს ვიყენებთ, რათა მსოფლიომ დაინახოს და იგრძნოს, რომ გლობალური სტაბილურობა მხოლოდ უკრაინასთან ერთად არის შესაძლებელი. ამ დღეებში ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები ჩვენი ხალხის სულიერი დამოუკიდებლობის გარანტირებისთვის. ვხედავ, რომ ხალხი ძალიან უჭერს მხარს ამ ნაბიჯებს. ეს ყველაფერი არ არის. მეტი ნაბიჯი იქნება. უკრაინა არასოდეს გაჩერდება შუა გზაზე“, – თქვა ზელენსკიმ.