ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა იქნება ევროკავშირში, ორბანთან ერთად ან მის გარეშე
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა იქნება ევროკავშირში, ორბანთან ერთად ან მის გარეშე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა იქნება ევროკავშირში, ორბანთან ერთად ან მის გარეშე. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა დღეს კიევში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ დიკ სხოფთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უნგრელი ხალხი უკრაინას ნებისმიერ შემთხვევაში უჭერს მხარს.

„უკრაინა იქნება ევროკავშირში, ორბანთან ან მის გარეშე, რადგანაც ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის შეცვლის შესაძლებლობაზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის გაფართოებისთვის ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ იქნება საჭირო.

„პროცედურის შეცვლა – ეს ეწოდება გზის პოვნას, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს უნგრეთის გარეშე, როდესაც უმრავლესობა, ყველა ქვეყანა, უნგრეთის გარდა, მხარს უჭერს უკრაინას და ხვდებიან, რომ ეს საჭიროა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, უკრაინამ შეასრულა ყველა ტექნიკური პროცედურა, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში პირველი კლასტერი გაიხსნას.