ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა და ბულგარეთი გაზის დერეფნის შექმნაზე მუშაობენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა და ბულგარეთი გაზის დერეფნის შექმნაზე მუშაობენ

უკრაინა და ბულგარეთი გაზის დერეფნის შექმნაზე მუშაობენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დერეფნის საშუალებით წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის გაზის მიღება იქნება შესაძლებელი.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს დერეფანი ტექნიკურად წლის ბოლომდე დასრულდება. ამ დერეფნის მეშვეობით უკრაინამ, შეიძლება, წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღოს. ეს ჩვენთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიის ერთ-ერთი ფორმაც არის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.