ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არ იქნება დაბრკოლება მშვიდობის მისაღწევად და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად
უკრაინა არ იქნება დაბრკოლება მშვიდობის მისაღწევად და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ ყოველდღე ვაგრძელებთ მუშაობას კონკრეტულად იმისათვის, რომ მოლაპარაკებების შემდეგმა რაუნდმა შედეგი მოიტანოს, შედეგი უკრაინისთვის და შედეგი მშვიდობისთვის. უკრაინა გააკეთებს ამისთვის ყველაფერს, რაც საჭიროა და მშვიდობის გზაზე დაბრკოლებად არ იქნება. ჟენევაში ამერიკის მხარემ ნათლად დაინახა, რომ მნიშვნელოვან შედეგებს სწორედ რუსების მიზეზით ვერ მივაღწიეთ. შემდეგი შეხვედრა არ უნდა იყოს უშედეგო“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსტემ უმეროვთან განიხილა მოლაპარაკებებისთვის მზადების გარკვეული ასპექტები და განაცხადა, რომ მომავალ კვირას შეხვედრებს გამართავს ევროპელ პარტნიორებთან.
„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ნამდვილად მზადაა, დაგვეხმაროს და გვიჭერს მხარს, ვინც ჩვენს სახელმწიფოს უჭერს მხარს. მომავალ კვირასაც ჩემი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთანაა დაგეგმილი. ყველაფერს დეტალურად შევათანხმებთ, რათა ევროპა ყველა პროცესში იყოს ჩართული და კიდევ უფრო გაძლიერდეს. ასევე, მივეცი რუსტემს დავალება, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ჩვენს მეგობრებთან ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთში, რათა მათ თავი ჩართულად იგრძნონ და უფრო დიდი დახმარება გაგვიწიონ“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.