ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა აძლიერებს მუშაობას რუსი ოკუპანტების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, უნდა იყოს საერთაშორისო ტრიბუნალი
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა აძლიერებს მუშაობას რუსი ოკუპანტების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, უნდა იყოს საერთაშორისო ტრიბუნალი

უკრაინა აძლიერებს მუშაობას რუსი ოკუპანტების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, უნდა იყოს საერთაშორისო ტრიბუნალი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის 21 დღის განმავლობაში, რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა ასჯერ მეტი ზარალი მიაყენეს უკრაინას, ვიდრე დონბასში რვა წლის განმავლობაში.

„ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას რუსი ოკუპანტების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. უნდა იყოს საერთაშორისო ტრიბუნალი და ის იქნება იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს უკრაინის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული ჯარების ყოველი ტერორისტული აქტის გამო. მსოფლიო უკვე იწყებს გაგებას, რომ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების გარეშე შეუძლებელი იქნება უკრაინის სამართლიანობის აღდგენა“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.