ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის თურქეთში მიემგზავრება.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში გაიმართება.
თურქული მხარის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს 31 ოქტომბერს შეხვდება.
ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ზელენსკი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ნოემბერში აბუ დაბიში შედგება აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივ ფორმატში შეხვედრა, რომელმაც ომის დასრულებას უნდა შეუწყოს ხელი.