ვოლოდიმირ ზელენსკი - შეთანხმებაში, რომელსაც აშშ, რუსეთი, უკრაინა და ევროპა ვაწერთ ხელს, ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი თუ არ იქნება, რუსეთი პროცესის დასაბლოკად ყველაფერს გააკეთებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - შეთანხმებაში, რომელსაც აშშ, რუსეთი, უკრაინა და ევროპა ვაწერთ ხელს, ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი თუ არ იქნება, რუსეთი პროცესის დასაბლოკად ყველაფერს გააკეთებს

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ტექნიკურად მზად იყოს 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა, სულ მცირე, ძირითად ნაბიჯებს შეასრულებს.

„მსურს კონკრეტული თარიღი. შეთანხმებაში, რომელსაც ამერიკა, რუსეთი, კონკრეტულად პუტინი, მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი და ევროპა ვაწერთ ხელს, თარიღი თუ არ იქნება, მაშინ რუსეთი პროცესის დასაბლოკად ყველაფერს გააკეთებს. თანაც არა საკუთარი ხელით, არამედ გარკვეული ევროპელი წარმომადგენლების მეშვეობით. ჩვენ მსგავსი სიტუაციების მომსწრე გავხდით, როდესაც კლასტერები არ იხსნება. პრობლემები წარმოიშვა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იყო გამოწვევების მთელი ტალღა და ჩვენი ბრძოლა, მაგრამ ამის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. კლასტერების შემთხვევაში საქმე უფრო რთულია. ჩვენთვის ევროკავშირი კონკრეტულობას ნიშნავს, რადგან საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს. ეს არის კონკრეტული დეტალები, კონკრეტული თარიღით. და ჩემი დღევანდელი ხელმოწერა 20-პუნქტიან გეგმაზე, ომის დასრულების გეგმაზე, გარანტიას აძლევს უკრაინელებს, რომ ჩვენი გაწევრიანების კონკრეტული თარიღი იქნება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.