ვოლოდიმირ ზელენსკი – ტრამპს კარგად ესმის და ინფორმირებულია ომის ყველა ასპექტის შესახებ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის გადაწყვეტილებას, დაგვეხმაროს ამ ომის დასრულებაში
ტრამპს კარგად ესმის და ინფორმირებულია ამ ომის ყველა ასპექტის შესახებ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის გადაწყვეტილებას, დაგვეხმაროს ამ ომის დასრულებაში, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტთან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა და მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს ამ შესაძლებლობისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებ ჩვენი ქვეყნების პირველი ლედების შეხვედრას, სადაც უკრაინელი ბავშვების ბედი განიხილეს. დღეს მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებასა და სიცოცხლის დასაცავად ჩვენი ძალისხმევის მხარდაჭერაზე. განვიხილეთ მშვიდობის ხელშეწყობის რამდენიმე პერსპექტიული იდეა და იმედი მაქვს, რომ ისინი სწრაფ შედეგებს გამოიღებენ. კერძოდ, შევეხეთ PURL-ის ინიციატივას, რომელიც უკვე კარგად მუშაობს, და ამ ჩარჩოში პოტენციურ პროექტებს. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ბატონ პრეზიდენტს კარგად ესმის სიტუაცია და კარგად არის ინფორმირებული ამ ომის ყველა ასპექტის შესახებ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის გადაწყვეტილებას, დაგვეხმაროს ამ ომის დასრულებაში“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აზიარებს დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ მდგომარეობაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს თავისი ტერიტორია პირვანდელი სახით.
We had a productive meeting with @POTUS on the sidelines of UNGA, and I thank President Trump for this opportunity. I also deeply appreciate the meeting between the First Ladies of our countries, @FLOTUS and @ZelenskaUA, to discuss the fate of Ukrainian children.
Today, there… https://t.co/KMZuOfAjiv
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 23, 2025