ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპი ფიქრობდა, რომ ორივე მხარეზე ზეწოლა დაეხმარებოდა, მათ ჩვენზე უფრო მეტად მოახდინეს ზეწოლა, ვიდრე რუსებზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპი ფიქრობდა, რომ ორივე მხარეზე ზეწოლა დაეხმარებოდა, მათ ჩვენზე უფრო მეტად მოახდინეს ზეწოლა, ვიდრე რუსებზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზეწოლას უფრო მეტად უკრაინაზე ახორციელებდა, ვიდრე რუსეთზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინა საკუთარი თავისთვის იბრძვის.

„ზეწოლა უნდა მოახდინოთ იმ მხარეზე, რომელსაც არ სურს ომის დასრულება. პრეზიდენტი ტრამპი ფიქრობდა, რომ ორივე მხარეს ზეწოლა დაეხმარებოდა – ვფიქრობ, მათ ჩვენზე უფრო მეტად მოახდინეს ზეწოლა, ვიდრე რუსებზე. უკრაინა საკუთარი თავისთვის იბრძვის. ჩვენ არ ვართ მზად, დავკარგოთ სიცოცხლე და მიწა. ეს არ ნიშნავს, რომ აგრესორები ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.