
ტრამპის გარეშე, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო აღარ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, შეერთებული შტატების გარეშე უსაფრთხოების გარანტიები შეუძლებელია.
კერძოდ, კითხვაზე, „არსებობს მშვიდობის ბევრი ვარიანტი, რომელიც არ გულისხმობს ნატო-ს მიერ უკრაინის წევრად მიწვევას. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ს წევრობის გარეშე? მაგალითად, თუ ამერიკა უბრალოდ დატოვებს ნატო-ს. მე მჯერა, არის მაღალი ალბათობა, რომ დონალდ ტრამპი გააკეთებს ამას“, – ზელენსკიმ უპასუხა, რომ ეს ძალიან ცუდია ნატო-სთვის.
„ეს არის დასასრული, ეს არის ნატო-ს სიკვდილი. სამწუხაროა, რადგან მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ალიანსია. შეიძლება ყველაფერი არ არის კარგად იქ, ბიუროკრატია ან ფული და ა.შ. მაგრამ მთლიანობაში, ქვეყნები, რომლებიც ნატო-ში არიან, არ იბრძვიან. ნატო-ს ქვეყნების მიწაზე არ არის ომი. მე ვფიქრობ, ესაა პასუხი, მუშაობს თუ არა. მუშაობს პოლიტიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით, არ ვიცი, მაგრამ მუშაობს. ასე რომ, ტრამპის გარეშე, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო აღარ იქნება, ეს არის პირველი. ჩვენ არ გვჭირდება გარანტიები შეერთებული შტატების გარეშე. თქვენი ჯარების მხარდაჭერის გარეშე, თქვენი ინდუსტრიის მხარდაჭერის გარეშე, ინდუსტრიულად, სამხედრო თვალსაზრისით, თქვენი ფულის გარეშე, თქვენი ხალხის გარეშე ჰიტლერს შეეძლო, გაემარჯვა. ასე რომ, შეერთებულმა შტატებმა ძალიან დიდი დახმარება გასწია. რა თქმა უნდა, ევროპამ, საბჭოთა კავშირმა და ყველამ იბრძოლა. ყველამ გააკეთა ბევრი, მაგრამ შეერთებული შტატების გარეშე ვერ იქნებოდა ასეთი. მე არ ვიყენებ ხოლმე სიტყვა წარმატებას, რადგან ვფიქრობ, არ არსებობს ომი, რომელიც წარმატებულად მთავრდება, რადგან ეს არის ომი შვიდნიშნა დანაკარგებით, მძიმე დანაკარგებით, მილიონობით ადამიანი დაიღუპა. აი, რატომ არის, რომ შეერთებული შტატების გარეშე უსაფრთხოების გარანტიები შეუძლებელია. მე ვგულისხმობ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებსაც შეუძლიათ, შეაჩერონ რუსული აგრესია. რა თქმა უნდა, გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები ორმხრივად ზოგიერთ ქვეყანასთან, ასევე ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი შიდა სამხედრო, თავდაცვის, ჰუმანიტარული საკითხების და განაღმვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ბავშვების დახმარება სკოლების ქსელში. გვაქვს ასეთი უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი პრევენციისთვის. დიახ, პრევენციული ზომებიც მუშაობს, რომ შევაჩეროთ პუტინის აგრესია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რაც შეეხება კითხვას, – „ვთქვათ, 25 იანვარს ან იანვრის ბოლოს, წელს, თქვენ დაჯდებით დონალდ ტრამპთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად და ერთად მოილაპარაკებთ ცეცხლის შეწყვეტაზე, მკაცრი უსაფრთხოების გარანტიებით და შეთანხმება იქნება ხელმოწერილი. როგორ გამოიყურება ეს ნატო-ს გარეშე?“ – ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს გამართავს, პირველ რიგში, ტრამპთან.
„ვფიქრობ, 25 იანვარი, ან სხვა დღე. კარგი, თქვენ თქვით 25 იანვარი და არ მაქვს წინააღმდეგობა. ეს ჩემი დაბადების დღეა და ჩვენ ვსხდებით, პირველ რიგში, ტრამპთან. ჩვენ ვთანხმდებით მასთან, როგორ შეგვიძლია, შევაჩეროთ ომი, შევაჩეროთ პუტინი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავსხდეთ მასთან. მეორე, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურად, არამედ ევროკავშირშიც, სადაც ჩვენ ვიქნებით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპასაც ჰქონდეს ხმა. ეს არის მეორე საკითხი. ეს არ გაგრძელდება დიდხანს, რადგან ევროპა შემოგვხედავს ჩვენ და ჩვენ შევხედავთ ტრამპს. სხვათა შორის, როცა ვსაუბრობ რაიმეზე დონალდ ტრამპთან, პირადად ვხვდებით თუ უბრალოდ სატელეფონო ზარი გვაქვს, ყველა ევროპელი ლიდერი ყოველთვის კითხულობს, როგორ იყო? ეს აჩვენებს დონალდ ტრამპის გავლენას. ეს არასდროს მომხდარა ადრე ამერიკელ პრეზიდენტთან, ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. ეს ასევე გაძლევთ თავდაჯერებულობას, იცით, რომ მას შეუძლია, შეაჩეროს ომი. აი, რატომ მივდივართ ჯერ ტრამპთან, და ევროპა მხარს დაუჭერს უკრაინის პოზიციას, რადგან მათ ესმით, რომ უკრაინას აქვს ყველა უფლება, მისი ხმა მოისმინონ, რადგან ჩვენ ვართ ომში. ტრამპი და მე მივალთ შეთანხმებამდე და დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია, შემოგვთვაზოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ევროპასთან ერთად, შემდეგ შეგვიძლია ვესაუბროთ რუსებს. ასეა სწორი და არა ის, რომ თავიდანვე სამნი დავსხდებით. და თქვენ ისევ ასე მელაპარაკებით? იცით როგორ? თითქოს პუტინს სურს, დაჯდეს და ისაუბროს, მაგრამ უკრაინას – არა. ეს არ არის მართალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განმარტებით, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები პირველ რიგში.
„ჩვენ ვართ საფრთხეში. ეს არ არის ხუმრობა ჩემთვის. მოდით, გადავდგათ რამდენიმე ნაბიჯი უკან. საინტერესოა, რატომ არის უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინის ძლიერი პოზიცია, ძლიერი იარაღი ასე მნიშვნელოვანი? დიახ, უკრაინას ჰქონდა უსაფრთხოების გარანტიები, ბუდაპეშტის მემორანდუმი, ბირთვული იარაღი არის უსაფრთხოების გარანტიები, რაც უკრაინას ჰქონდა, უკრაინას ჰქონდა ბირთვული იარაღი. მე არ მინდა, დავახასიათო ეს, როგორც კარგი ან ცუდი, დღეს ფაქტი, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს იარაღი, ცუდია. რატომ? რადგანაც არის ომი. დღეს ჩვენ ვართ ომში, რადგან თქვენ გაათავისუფლეთ ბირთვული ძალის ხელები. ბირთვული ძალა იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ, უკრაინის წინააღმდეგ და აკეთებს, რასაც უნდა. თქვენ კი ახლა საუბრობთ ცეცხლის შეწყვეტაზე, უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტაზე, იქნებ ყვავილები მივცეთ პუტინს, იქნებ ვუთხრათ, დიდი მადლობა ამ წლებისთვის. არა. ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. რატომ? ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომელიც გვქონდა, უკრაინა იყენებდა თავდაცვის მიზნით. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე გვესხმოდა თავს, მაგრამ ჩვენ ასეთი შესაძლებლობა გვქონდა. ეს იყო ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები. რატომ ვსაუბრობ დეტალურად? თუ შეხედავთ ბუდაპეშტის მემორანდუმს – სხვათა შორის, ეს საკითხი განვიხილე ტრამპთან და საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია – ბუდაპეშტის მემორანდუმი მოიცავდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს. ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტორები იყვნენ სამი სტრატეგიული მეგობარი და პარტნიორი. ეს ეწერა მემორანდუმში. აშშ, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი, ასევე საფრანგეთი და ჩინეთი ერთად. სულ ხუთი ქვეყენა იყო. ახლა ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არაა უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ დავთმეთ ბირთვული იარაღი, რადგან ზეწოლა იყო აშშ-ისგან და რუსეთისგან. ამ ორმა სახელმწიფომ მოილაპარაკეს, რომ უკრაინას არ ჰქონოდა ბირთვული იარაღი. უკრაინა დათანხმდა. ეს ქვეყნები წარმოადგენენ ბირთვულ ხუთეულს, რომლებიც ვერ გვთვაზაობენ უსაფრთხოების გარანტიებს. ახლა უნდა ვიპოვოთ ეს ხალხი და დავაპატიმროთ. საუბარი მაქვს მათზე, ვინც ეს გამოიგონა. ჩვენ გვჭირდება, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ბუდაპეშტის მემორანდუმი უბრალოდ ქაღალდის ფურცელი იყო. სხვათა შორის, რუსეთის მიერ დონბასის ნაწილის ოკუპაციის და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ უკრაინამ სამჯერ გაუგზავნა წერილები ყველა გარანტორს, ბუდაპეშტის მემორანდუმის ყველა ხელმომწერს. ის, რაც ქაღალდის ფურცელზე ეწრა, ამ მემორანდუმში ეწერა, იყო კონსულტაციები, რომ უკრაინა მართავს კონსულტაციებს, თუ მისი ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა და ყველა უნდა ჩაერთოს კონსულტაციებში, ყველა უნდა ჩამოვდიეს. ყველა უნდა შეხვდეს დაუყოვნებლივ – აშშ, ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. ვინმე ჩამოვიდა? არა. ვინმემ უპასუხა ჩვენს ოფიციალურ წერილებს? ვინმემ გამართა კონსულტაციები? არა, იმიტომ, რომ მათ არ ანაღვლებთ. როგორც რუსეთს არ ანაღვლებდა, ისე არ ანაღვლებდა უკრაინის უსაფრთხოება სხვა გარანტორებსაც. არავის არ ანაღვლებდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი. ეს უსაფრთხოების გარანტიები და ა.შ.“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.