ვოლოდიმირ ზელენსკი - თითქმის ყოველდღე და ყოველ ღამეს ჩვენი საგანგებო სამსახურები მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებზე რუსული თავდასხმის შედეგებს უმკლავდებიან
თითქმის ყოველდღე და ყოველ ღამეს ჩვენი საგანგებო სამსახურები მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებზე რუსული თავდასხმის შედეგებს უმკლავდებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ მიმდინარე კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 600-ზე მეტი დრონი, 1 200-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 70-მდე რაკეტა გამოიყენა.
„დარტყმების ძირითადი სამიზნე ის ინფრასტრუქტურაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უზრუნველყოფს. დღეს კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა 240-ზე მეტი დრონით და ხუთი ბალისტიკური რაკეტით, რამაც ზიანი შვიდ რეგიონს მიაყენა. სამწუხაროდ, სლოვიანსკსა და ჩერნიგოვში ადამიანები დაიღუპნენ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პარტნიორებთან მუშაობა გრძელდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ თავდასხმების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვა გაძლიერდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნისთვის პრიორიტეტად მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემასა და რაკეტას და უკრაინის დამცველებისთვის მეტ მხარდაჭერას ასახელებს.
ზელენსკი მადლობას უხდის ყველას, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად მუშაობს და აღნიშნავს, რომ „ყველა შეთანხმება უფრო სწრაფად უნდა შესრულდეს“.