ვოლოდიმირ ზელენსკი ტანკების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის გერმანიას მადლობას უხდის
ვოლოდიმირ ზელენსკი ტანკების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის გერმანიას მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას მადლობას უხდის კიევისთვის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილებისთვის. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ის ახლახან ესაუბრა ტელეფონით ფედერალურ კანცლერს.

„გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი მხარდაჭერისა და საწვრთნელი მისიების გაფართოება, „მწვანე შუქი“ პარტნიორებისთვის ანალოგიური იარაღის მიწოდებაზე. ახლახან გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან საუბარში გავიგე ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცის და გერმანიაში ყველა ჩვენი მეგობრის“, – წერს ზელენსკი.

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 14 ტანკის მიწოდების გადაწყვეტილება გამოაცხადა და ასევე ნება დართო მესამე ქვეყნებს, მიაწოდონ უკრაინას გერმანული წარმოების ტანკები.