ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

15:15, 04.04.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც თურქეთის ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა გაავრცელა.

როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა 3 მარტს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან. მედიის ცნობით, საუბრის მთავარი საკითხი იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები.

მსგავსი