ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიისა და მოლდოვის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა
ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიისა და მოლდოვის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხი ქვეყნის ლიდერებთან ერთად ბუჩაში ჩავიდა, რათა პატივი მიაგოს რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

კიევის ოლქის ქალაქ ბუჩის რუსეთის ძალებისგან გათავისუფლების წლისთავზე ზელენსკისთან ერთად ბუჩაში ჩავიდნენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

ხუთი ქვეყნის ლიდერები წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში მივიდნენ, რომლის ეზოშიც გასულ წელს მოკლული ადგილობრივი მცხოვრებლების მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში ჩასული სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიის პრემიერ-მინისტრები და მოლდოვის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებენ ბუჩის გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში.