ვოლოდიმირ ზელენსკი - სიგნალები, რომლებიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაისმა, ადასტურებს, რომ რუსეთი ომს წააგებს
სიგნალები, რომლებიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაისმა, ადასტურებს, რომ რუსეთი ომს წააგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის თითოეულ კუთხეში რუსეთის ყოველ თავდასხმას ტერორისტული სახელმწიფოსთვის კონკრეტული სამართლებრივი შედეგები ექნება.
„ჩვენ გავაგრძელებთ ყოველგვარ მოქმედებას, რაც შესაძლებელია და შეუძლებელია, რომ უკრაინას მივცეთ მეტი საჰაერო თავდაცვა, მეტი სტაბილურობის გარანტიები, მეტი დაცვა რუსული დარტყმისგან. არის მსოფლიო ლიდერების მნიშვნელოვანი განცხადებები ჩვენი სახელმწიფოს მხარდასაჭერად, ასევე არის სიგნალები ჩვენი თავდაცვის იარაღით გაძლიერების შესახებ. კერძოდ, ეს ეხება შორი მოქმედების რაკეტებს, სხვა იარაღს და უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო თითოეული მათგანი, ვინც დონეცკის რეგიონს იცავს. იქ მიმდინარეობს ყველაზე სასტიკი და პრინციპული სამხედრო ოპერაციები. დაპირისპირება, რომელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, რისთვისაც ჩვენ ვემზადებით უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.