ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი რომში შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კარინ კელერ-ზუტერთან შეხვედრისას ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ ისაუბრეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრისას ზელენსკიმ შვეიცარიის პრეზიდენტს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან კოორდინაცია, ერთიანობის შენარჩუნება და რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა, რათა გადავიდეთ ომის დასრულებისკენ მიმართულ პირველ ნაბიჯზე მაინც – ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის დახმარების გაგრძელებას, კერძოდ, ქვეყნის აღდგენით სამუშაოებში შვეიცარიული კომპანიების მონაწილეობის დაფინანსებას.​​​​​​​​​​​​​​​​