ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიას მოუწოდებს, რუსული აქტივები დაბლოკოს, რათა უკრაინამ მისი ტერიტორიების ოკუპაციისთვის ანაზღაურება მიიღოს
ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიას მოუწოდებს, რუსული აქტივები დაბლოკოს, რათა უკრაინამ მისი ტერიტორიების ოკუპაციისთვის ანაზღაურება მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიას მოუწოდებს, რუსული აქტივები დაბლოკოს, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიების ოკუპაციისა და მის წინააღმდეგ აგრესიისთვის ანაზღაურება მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მე ძალიან მსურს, რომ შვეიცარიამ შეძლოს რუსული აქტივების დაბლოკვა და ჩვენ შეგვეძლოს აბსოლუტურად სამართლიანად, მივიღოთ ანაზღაურება უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციისთვის და იმ აგრესიისთვის, რომელსაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მოუწოდა შვეიცარიის მოქალაქეებს, ევროპას მიაწოდონ სიმართლე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ამისთვის ისინი უკრაინაში მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ნახონ, რაც იქ ხდება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის საკითხში ნეიტრალიტეტი შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ 27 სექტემბერს ზელენსკიმ ნიდერლანდებსა და შვეიცარიაში უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა.