ვოლოდიმირ ზელენსკი - სევეროდონეცკთან გარკვეული წარმატება არის, თუმცა საუბარი ნაადრევია
ვოლოდიმირ ზელენსკი - სევეროდონეცკთან გარკვეული წარმატება არის, თუმცა საუბარი ნაადრევია

სევეროდონეცკთან გარკვეული წარმატება არის, თუმცა საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები მათ ხელთ არსებულ ყველა საბრძოლო შესაძლებლობას იყენებენ და დონბასში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები კატასტროფის ზონად არის ქცეული.

„სიტუაცია დონბასზე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სევეროდონეცკთან ბრძოლებში არის გარკვეული წარმატებები, მაგრამ საუბარი ნაადრევია. იქ სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, ასევე ბახმუტში და ლისსიჩანსკთან. ასეთი ადგილები ძალიან ბევრია, სადაც რუსეთის შეტევა გრძელდება. რუსეთი იყენებს მის ხელთ არსებულ საბრძოლო შესაძლებლობების მაქსიმუმს. ისინი არ ზოგავენ ხალხს. ყველაზე ცინიკური ის არის, რომ წინა ხაზზე რუსები აყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს. დონეცკისა და ლუგანსკის მცხოვრებლებს. რუსი სამხედროები ხშირად ასე ე.წ. მობილიზებულების ზურგს უკან იმალებიან. რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება ომი, რუსეთი მით უფრო მეტ ვერაგ, სამარცხვინო და ცინიკურ ქმედებას სამუდამოდ ჩაწერს თავის ისტორიაში. რუსეთი მხრიდან გრძელდება ჩვენი საზღვრისპირა რაიონების მისამართით უაზრო ცეცხლი. მათ შორის ჩერნიგოვის ოლქში. დარტყმები განხორციელდა მიკოლაევზე, ხარკოვის ოლქზე. რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია სრულად არის გადაქცეული კატასტროფის ზონად. რუსეთის ამისთვის პასუხს აგებს. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა სანქციების ახალ პაკეტებზე. ჩვენ გავაკეთებთ ისე, რომ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის არც ერთი ქმედითი სფერო არ დარჩება“,- განაცხადა ზელენსკიმ.