ვოლოდიმირ ზელენსკი - სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენმა მეომრებმა უკრაინის ტერიტორიის 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენმა მეომრებმა უკრაინის ტერიტორიის 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ძალების წინსვლა გრძელდება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებს შესრულებული სამუშაოსთვის და მათ ნამდვილი გმირები უწოდა.

„სექტემბრის პირველი რიცხვებიდან და დღეს ჩვენმა მეომრებმა უკვე გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი – აღმოსავლეთით და სამხრეთით. ჩვენი ჯარების წინსვლა გრძელდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.