ვოლოდიმირ ზელენსკი – საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების იმედი გვაქვს, უკრაინა მზად არის, ამ მიმართულებით იაროს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარების იმედი აქვს.
„ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ორ ერს მრავალწლიანი კავშირები და თავისუფლებისა და ღირსების მნიშვნელობის საერთო გაგება აკავშირებს. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, ძალასა და კეთილდღეობას. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარების იმედი გვაქვს და უკრაინა მზად არის, ამ მიმართულებით იაროს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
I congratulate Georgia and the Georgian people on their Independence Day. Our two nations share long-standing ties and a common understanding of the value of freedom and dignity.
I wish Georgia peace, unity, strength, and prosperity. We count on a mutually beneficial…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 26, 2026