ვოლოდიმირ ზელენსკი – საოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირონ მხარი, მადლობა ყველას, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.
აღნიშნულის შესახებ ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„საოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირონ მხარი. მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც, არის დრო, როდესაც მოქალაქეები მთავრობა არ არიან, მაგრამ მთავრობაზე უკეთესები არიან“, – წერს ზელენსკი.
Incredible Georgian people who understand that friends must be supported! 🇬🇪🇺🇦 Grateful to everyone in Tbilisi and other cities who came out in support of Ukraine and against the war. Indeed, there are times when citizens are not the Government, but better the Government.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 25, 2022