ვოლოდიმირ ზელენსკი - სანქციების გარეშე პუტინი თამაშს გააგრძელებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - სანქციების გარეშე პუტინი თამაშს გააგრძელებს

სანქციების გარეშე პუტინი თამაშს გააგრძელებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთზე ახალი ზეწოლა უნდა განხორციელდეს და არამხოლოდ ევროპის მხრიდან.

ზელენსკი მოუწოდებს ერთობლივი სანქციებისკენ „დიდი შვიდეულის“ დონეზე.

„სანქციები აუცილებელია ვაჭრობის სერიოზულად შეზღუდვისთვის“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.