ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედროების მხარდასაჭერად ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკში ჩავიდა
ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედროების მხარდასაჭერად ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედროების მხარდასაჭერად ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკში ჩავიდა, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

ლისიჩანსკი სევეროდონეცკის მეზობლად, მდინარის მეორე ნაპირზე მდებარეობს და რუსული ძალები მის ასაღებად იერიშზე არიან გადასული.