ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - ვაფასებ თქვენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ, ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად
ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - ვაფასებ თქვენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ, ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად

მე ვაფასებ თქვენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში.

„ჩვენმა ერებმა გაუძლეს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის უამრავ ტანჯვას. ჩვენ ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად“, – დაწერა ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ.

მანამდე, 25 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სოლიდარობით ვდგავართ უკრაინასთან ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება“.