ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულ მხარესთან არსებობს შეთანხმება, რომ 1 200 ტყვე გაიცვალოს, სიების შედგენაზე მუშაობა გრძელდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულ მხარესთან არსებობს შეთანხმება, რომ 1 200 ტყვე გაიცვალოს, სიების შედგენაზე მუშაობა გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსებობს შეთანხმება რუსულ მხარესთან 1 200 ადამიანის გაცვლის შესახებ.

როგორც ზელენსკიმ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, გრძელდება მუშაობა სიების შედგენაზე, თუ ვისი გაცვლა მოხდება ამ შეთანხმების ფარგლებში.

ამასთან, უმეროვმა ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის წარმომადგენელთან კომუნიკაციის შესახებ.