ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთზე ზეწოლისთვის საჭიროა მსოფლიოს უფრო მეტი კონსოლიდაცია
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთზე ზეწოლისთვის საჭიროა მსოფლიოს უფრო მეტი კონსოლიდაცია

მტრის განადგურებისთვის საჭიროა მსოფლიოს კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირებული სამშვიდობო მხარდაჭერა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა.

„სუმის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონბასის რეგიონების რეგულარული დაბომბვა ისევ და ისევ ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად საჭიროა მსოფლიოს უფრო მეტი კონსოლიდაცია. კიდევ უფრო მეტი ძალა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რათა ტერორისტების ყველა პოზიცია გაანადგურონ, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად და უსაფრთხოების დასაბრუნებლად ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ისაუბრა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ ისლანდიაში გამართული სამიტის ბოლო რეზოლუციაში უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მხარდაჭერა დააფიქსირეს.