ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთზე ზეწოლა არასაკმარისია და მისი ნებისმიერი სახის შემსუბუქება პუტინს უბიძგებს, გაახანგრძლივოს ომი, მეტი სანქცია და უკრაინის მხარდაჭერაა საჭირო
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთზე ზეწოლა არასაკმარისია და მისი ნებისმიერი სახის შემსუბუქება პუტინს უბიძგებს, გაახანგრძლივოს ომი, მეტი სანქცია და უკრაინის მხარდაჭერაა საჭირო

ეს იყო ძალიან აშკარა, დემონსტრაციული დარტყმა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაზე რუსეთის მიერ მიტანილ მასშტაბურ იერიშზე საუბრისას აღნიშნა.

„დარტყმა მასშტაბური იყო, უამრავი ბალისტიკური რაკეტით, სულ მცირე, 25 ბალისტიკური რაკეტით, ასევე აერობალისტიკური რაკეტებით, ფრთოსანი რაკეტებით და სხვადასხვა ტიპის 450-ზე მეტი დრონით“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთზე ზეწოლა არასაკმარისია და აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესება.

„ზეწოლის უკვე არსებული ფორმატების ნებისმიერი სახის შემსუბუქება პუტინს მხოლოდ უბიძგებს, გაახანგრძლივოს ომი, მიაყენოს მეტი ზიანი ჩვენს ქვეყანას, ხალხს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. რუსეთის ქედმაღლობის მიმართ რეაგირების სისუსტე რუსეთს ომის გაგრძელების მოტივაციას აძლევს. იმდენი სანქცია, ზეწოლა, უკრაინის ისეთი მხარდაჭერაა საჭირო, რომ რუსეთს ომის პირობებში გადარჩენის საშუალება აღარ ჰქონდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.