ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსული ჯარი დატოვებს უკრაინას
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსული ჯარი დატოვებს უკრაინას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსული ჯარი დატოვებს უკრაინას. ამის შესახებ განცხადება ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას უთხრა, რომ ხორბლის ექსპორტის შესახებ მიღწეული შეთანხმება „დიპლომატიურ ფანჯარას ხნის“, რათა ომის დასრულდეს.

„მე ვუთხარი ჩემი მოსაზრება თურქეთის პრეზიდენტს, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ნდობა არ არსებობს. მიმაჩნია, რომ შესაძლებლობის ამ ფანჯარაში რუსული იარაღია გამოყოფილი. ძალიან მიკვირს, რომ რუსეთი მზადაა რაიმე სახის მშვიდობისთვის. ადამიანებს, ვინც ყოველდღე კლავენ, აუპატიურებენ, ფრთოსან რაკეტებს უშენენ ჩვენს ქალაქებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, არ შეიძლება, მშვიდობა სურდეთ. ამიტომ ჩემი აზრით, ჯერ მათ უნდა გაათავისუფლონ ჩვენი ტერიტორიები და მერე… მერე იქნება მერე“, – განაცხადა ზელენსკიმ.