ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს ყოველკვირეულად
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს ყოველკვირეულად

მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის გამო, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები არ უნდა მოიხსნას, არამედ უნდა გამკაცრდეს ყოველკვირეულად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების მოხსნის საკითხი ვერ დადგება, ვიდრე ომი არ დასრულდება.

„სანქციების მოხსნის საკითხი ვერც კი დადგება, ვიდრე ეს ომი არ დასრულდება, ვიდრე ჩვენ არ დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც გვეკუთვნის და არ აღვადგენთ სამართლიანობას. პირიქით – სანქციები ყოველკვირეულად უნდა გამკაცრდეს და უნდა იყოს ღირებული. არა მხოლოდ მედიისთვის განკუთვნილი, რომ სანქციები დაწესდა, არამედ რეალური მშვიდობის დასამყარებლად დაწესებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.