ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები, აშკარაა, რომ ჩინეთსაც კი, რომელიც დიდი ხანია, მხარს უჭერდა მოსკოვს, აღარ სურს რუსეთის მხარდაჭერა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები, აშკარაა, რომ ჩინეთსაც კი, რომელიც დიდი ხანია, მხარს უჭერდა მოსკოვს, აღარ სურს რუსეთის მხარდაჭერა

ვლადიმერ პუტინი ინფორმაციულად იზოლირებული ადამიანია, რომელმაც ომის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი დაკარგა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ასოშიეთიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები და აშკარაა, რომ ჩინეთსაც კი – ეკონომიკურ ძალას, რომელიც დიდი ხანია, მხარს უჭერდა მოსკოვს, აღარ სურს რუსეთის მხარდაჭერა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინის განცხადება ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტიდან მალევე, რომ ის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გადაიტანს ბელარუსში, გამოწვეული იყო იმ ფაქტისგან, რომ ჩინეთის ლიდერის ვიზიტი კარგად არ წარიმართა.

ზელენსკის არ სჯერა, რომ რუსეთის ლიდერი მზად არის ბირთვული ბომბის გამოსაყენებლად.