ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, რუსეთი სპეციალურად გეგმავს დარტყმებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლას

13:03, 01.09.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ქალაქ ბორისპოლში დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით ძირითადად საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა. ასევე, საჭირო გახდა ევაკუაციაც.

ამასთან, როგორც ზელენსკი წერს, კიევში რკინიგზის დეპოზე დარტყმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

„თავდასხმის ობიექტი ასევე გახდა ხერსონის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმისა და დნეპრის ოლქები. საერთო ჯამში, თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი სპეციალურად გეგმავს დარტყმებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლას. ზელენსკის თქმით, რუსული ტერორის მსხვერპლთა რიცხვი დახმარების ყოველ ახალ პაკეტზეა დამოკიდებული.

მსგავსი