ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია, ამავე დროს, ქვეყანამ იარაღის ექსპორტი განახორციელა სხვა სახელმწიფოებში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია, ამავე დროს, ქვეყანამ იარაღის ექსპორტი განახორციელა სხვა სახელმწიფოებში

რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია. ამავე დროს, ქვეყანამ იარაღის ექსპორტი განახორციელა სხვა სახელმწიფოებში, – როგორც გამოცემა „ერბეკა უკრაინა“ წერს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Ouest France-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე შოკში ვარ, არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნული … მე მესმის, რომ მათ უნდა დაიცვან თავიანთი მიწა, თუმცა მე მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელი თავისი შეიარაღების ექსპორტს სხვა ქვეყნებში ახორციელებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ არ ადანაშაულებს ქვეყნის ლიდერებს.

„მე არ ვადანაშაულებ ლიდერებს. მე ფაქტების კონსტატაციას ვახდენ: იყო დისკუსიები ისრაელის ხელმძღვანელობასთან და ამან უკრაინას არ უშველა. შესაძლებელია ისრაელზე რუსეთის გავლენის შემჩნევა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელის სამოქალაქო საზოგადოება უკრაინას მხარს უჭერს.