ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის იერიშებს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, ეს არის ნათელი მიზეზი, რატომ არის საჭირო რუსეთზე მეტი ზეწოლა და რატომ სჭირდება უკრაინას მეტი თავდაცვითი პაკეტი

19:24, 07.10.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილ იერიშებს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვია, ზოგიერთი მათგანი ერთი წლის იყო.

როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

მისივე თმით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება, მეხანძრე-მაშველებმა კი 15 ადამიანი გადაარჩინეს.

„რუსებმა კარგად იციან, რომ ურტყამენ ჩვეულებრივ ქალაქებს, ჩვეულებრივ ცხოვრებას. უკრაინის, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების წინააღმდეგ რაკეტების გამოყენება ტერორიზმის სასარგებლოდ გაკეთებული შეგნებული არჩევანია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორ სახელმწიფოებს თავდაცვითი პაკეტის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა. მან მსოფლიოს მოუწოდა, თავდასხმებისას ჩუმად არ დარჩნენ.

„ეს არის ნათელი მიზეზი, თუ რატომ არის საჭირო რუსეთზე მეტი ზეწოლა და რატომ სჭირდება უკრაინას მეტი თავდაცვითი პაკეტი. მნიშვნელოვანია, რომ ლიდერებმა ეს გაიგონ. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო დღეს ჩუმად არ დარჩეს“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 6-7 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიიტანა.

მსგავსი