ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დროს უკრაინელები მარტო დავრჩით და ჩვენ მარტო ვიბრძოდით

18:06, 29.01.2025
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპასა და აშშ-ს დახმარებისთვის მიმართა შეიარაღებისა და სანქციების დაწესების საკითხზე, როდესაც კრემლმა უკრაინის საზღვრებთან ჯარების განლაგება დაიწყო, თუმცა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს.

როგორც ზელენსკიმ „ფოქს ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე პირადად მიმართა მაშინდელ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თხოვნით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინათ უკრაინის საზღვრებთან ჯარების განლაგების საპასუხოდ.

ზელენსკის თქმით, ის მოითხოვდა იარაღის მიწოდებასაც, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ეს მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

„პარალელურად, მე ვეკითხებოდი ევროკავშირის ქვეყნებს, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ამის გაკეთება შეერთებული შტატების თანხმობის გარეშე. ისინი ყოველთვის უყურებენ ლიდერს, შეერთებულ შტატებს. ასე რომ, ფართომასშტაბიანი შემოჭრის დროს უკრაინელები მარტო დავრჩით და ჩვენ მარტო ვიბრძოდით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ტრამპის მხრიდან რეალური მხარდაჭერის იმედი აქვს.

„პრეზიდენტ ტრამპს თუ სურს, პუტინს აიძულოს მშვიდობის დამყარება, მას ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს სამართლიანობის მხარეს, უკრაინის მხარეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა მეტი საერთაშორისო ზეწოლა პუტინზე, კონკრეტულად კი ჩინეთისგან, რათა შესაძლებელი იყოს შეთანხმება და „უსაფრთხოების უფრო ფართო გარანტიები“ მიიღოს.

„მჯერა, რომ მხოლოდ ევროპისგან გარანტიები არასდროს იქნება საკმარისი.

„ევროპელებს ესმით, რომ შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ტრამპის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ეს საკმარისი არ იქნება. პუტინს ევროპის არ ეშინია. სამწუხაროდ, ასეა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი