ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის არმია არ ამცირებს ზეწოლას და არ ითვლის დანაკარგებს, ის იმსახურებს მეტ ზეწოლას მსოფლიოსგან, რუსეთმა არ უნდა მიიღოს სარგებელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის არმია არ ამცირებს ზეწოლას და არ ითვლის დანაკარგებს, – ამის შესახებ ვოლოდმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთი კვირა დასრულდა რუსეთის ყოველგვარი მცდელობის გარეშე, დაეთანხმოს მშვიდობის მრავალრიცხოვან მოთხოვნებს და შეაჩეროს მკვლელობები. მხოლოდ ბოლო 24 საათში მოხდა 137 საბრძოლო შეტაკება და ასეა ყოველდღე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისივე თქმით, გასულ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 1000-ზე მეტი საავიაციო ბომბი, 1400 საბრძოლო დრონი, სარაკეტო დარტყმები ასევე გრძელდება.
„რუსეთი აჭიანურებს ომს, ეს ნიშნავს, რომ ის იმსახურებს უფრო მეტ ზეწოლას მსოფლიოსგან. რუსეთი უარს ამბობს მკვლელობების დასრულებაზე, ამიტომ რუსეთმა არ უნდა მიიღოს არანაირი ჯილდო ან სარგებელი. და ეს არა მხოლოდ მორალური, არამედ რაციონალური პოზიციაა. დათმობები მკვლელს ვერ დაარწმუნებს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.