ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ზამთრის დადგომის წინ ენერგოობიექტებზე დარტყმებს ახორციელებს, რუსები ეძებენ გზებს ჩვენი ხალხისთვის უფრო მეტი ზიანის მისაყენებლად
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ზამთრის დადგომის წინ ენერგოობიექტებზე დარტყმებს ახორციელებს, რუსები ეძებენ გზებს ჩვენი ხალხისთვის უფრო მეტი ზიანის მისაყენებლად

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ზამთრის დადგომის წინ ენერგოობიექტებზე დარტყმებს ახორციელებს.

„მორიგი რუსული დარტყმა იყო ჩვენს ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურაზე, ზუსტად, გათბობის სეზონის წინ, რუსები ეძებენ გზებს ჩვენი ხალხისთვის უფრო მეტი ზიანის მისაყენებლად. გაზის ობიექტებზე მხოლოდ ამ დარტყმაში 35 რაკეტა იყო, მათ შორის ბალისტიკურიც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის ენერგოობიექტებზე მიტანილი იერიშების შედეგად, რუსეთი ახლა თავად ახორციელებს ბენზინის იმპორტს და ეს უკრაინის უსაფრთხოების, შეიარაღებული ძალების, დაზვერვისა და იარაღის უკრაინულ მწარმოებელთა სწორად მუშაობის შედეგია.

მისი თქმით, სამართლიანად განხორციელებული დარტყმები რუსულ ენერგეტიკაზე ზიანს აყენებს მოსკოვს. მისი თქმით, ბენზინს ისინი ყიდულობენ როგორც ჩინეთში, ასევე ბელარუსში.

„ეს არის პუტინისეული ომის ერთ-ერთი შედეგი – ქვეყანა ბენზინგასამართი სადგურია და კი არ ყიდის ბენზინს, იმპორტს ახორციელებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ისინი პარტნიორებთან ერთად ამზადებენ პროექტებს იარაღის წარმოებასა და რუსეთისთვის ახალი სანქციების დასაწესებლად.

„ჩვენ ვამზადებთ რამდენიმე ახალ სასანქციო გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი სანქციების გახანგრძლივებაც, რომელთა ვადაც ამოიწურა და ახალი სანქციების შემოღებაც, კერძოდ იმ კომპანიებისა და პირების მიმართ, რომლებიც მუშაობენ რუსული თავდაცვითი წარმოებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.