ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, ლიდერების შეხვედრა საუკეთესო ფორმატია მშვიდობის მისაღწევად
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, ლიდერების შეხვედრა საუკეთესო ფორმატია მშვიდობის მისაღწევად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისა და შემდგომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„მნიშვნელოვანია, განვიხილოთ გადამწყვეტი დეტალები. პრიორიტეტები სრულიად ნათელია. პირველი – მკვლელობების შეწყვეტა და სწორედ რუსეთი უნდა წამოვიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე; მეორე – ეს არის ფორმატი ლიდერებისთვის, რომ შეხვედრამ ხელი შეუწყოს ნამდვილად ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას. ჩვენ უკრაინაში არაერთხელ ვთქვით, რომ რეალური გადაწყვეტილებების ძიება შეიძლება აღმოჩნდეს ნამდვილად შედეგიანი სწორედ ლიდერების დონეზე. საჭიროა, განისაზღვროს დრო ასეთი ფორმატისთვის, საკითხების წრე; მესამე – უსაფრთხოების გრძელვადიანობა. ეს შესაძლებელია შეერთებულ შტატებსა და ევროპასთან ერთად“, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამარხში.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ უახლოეს დღეებში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე შეთანხმდნენ.