ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი შემოდგომისთვის კიდევ ორ შეტევით ოპერაციას ამზადებს
რუსეთი შემოდგომისთვის კიდევ ორ შეტევით ოპერაციას ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ქვეყნის არმიის სწორ დროს მოქმედებით რუსეთის ორი შეტევითი ოპერაცია ჩაიშალა.
„ვფიქრობ, ერთ ან ორ დღეში გავიგებთ, რომ მათ დიდი დანაკარგები განიცადეს და წარმატებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ამის საჯაროდ სათქმელად კიდევ ერთი ან ორი დღე მჭირდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსი სამხედროებისთვის საქმეები მოსალოდნელზე უარესად წავიდა.
„მე ამას ვიტყოდი: მათთვის საქმე გაცილებით უარესადაა, ვიდრე პუტინს აცნობეს. პუტინმა ამის შესახებ არაფერი იცის. არ მგონია, რომ ამას აცნობიერებს, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს გრაფიკები, მას აქვს ანგარიშები. გარკვეულ მომენტში ის ამ ყველაფერს დაინახავს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.