ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი გრძნობს დაუსჯელობას, რის გამოც უკრაინაში კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, საჭიროა რუსეთის მკაცრი იძულება მშვიდობისკენ

01:39, 08.06.2025

რუსეთი გრძნობს დაუსჯელობას, რის გამოც უკრაინაში კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქალაქ ხარკოვზე ბოლოს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, ხარკოვის შევჩენკოვის რაიონის დაბომბვას 30 წლის ქალი ემსხვერპლა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლის არცერთი ფორმა არ უნდა შემსუბუქდეს – არც უკვე გამოყენებული ფორმატები და არც ზეწოლის მეთოდები, რომლებიც მზადდება.

„მორიგი სასტიკი მკვლელობა. საჰაერო ბომბები ქალაქში მშვიდობიან მოსახლეობაზე – იქვე არის საბავშვო რკინიგზაც. ამას სამხედრო აზრი არ აქვს. სუფთა ტერორიზმია და ეს სრულმასშტაბიანი ომი, სამ წელზე მეტია, გრძელდება. ამის იგნორირება არ შეიძლება. ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ და ეს არ არის რაიმე სახის თამაში. ყოველდღე ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი გრძნობს დაუსჯელობას. საჭიროა რუსეთის მკაცრი იძულება მშვიდობისკენ. რაც არ უნდა თქვას ვინმემ, ეს რუსული დარტყმები არ არის საპასუხო, არამედ ეს არის განადგურება, სიცოცხლის სრული განადგურება. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაზრდაზე. პოზიტიური სიგნალები აშშ-დან ძალიან საჭიროა, კონკრეტული სიგნალები საჰაერო თავდაცვაზე. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით პასუხს წინადადებაზე, რომ შევიძინოთ სისტემები, რომლებიც დაგვეხმარება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ხარკოვზე თავდასხმისთვის ოთხი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა.

მსგავსი