ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკის სექტორზე შეტევას, ჩვენი პასუხებიც ხელშესახებია, სიზრანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით ახალი შედეგებია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ გასულ ღამეს რუსეთში, სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განახორციელა. მისივე თქმით, უკრაინამ ასევე იერიში მიიტანა ტაგანროგში დრონების საწარმოსა და შავ ზღვაში რუსეთის ობიექტებზე.
„რუსეთი აგრძელებს ჩვენი ენერგეტიკის სექტორის, ლოგისტიკასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რეგულარულ შეტევას. ჩვენი პასუხები ხელშესახებია. უკრაინის თავდაცვის ძალების მხრიდან სიზრანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით ახალი შედეგებია. ასევე, ტაგანროგში დარტყმა განხორციელდა დრონების წარმოების ობიექტზე, ორიოლის რეგიონში კი დრონების მომზადებისა და გაშვების ობიექტზე. სამიზნეები შავ ზღვაშიც დაიბომბა. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მეომარს ჩვენი გრძელვადიანი სანქციების ეფექტურობისთვის“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის მიერ ირანზე ეკონომიკური ზეწოლის ფარგლებში რუსული „ვითიბი ბანკისთვის“ ახალი სანქციების დაწესებას და მას „სასარგებლო ნაბიჯი“ უწოდა.
„ერთი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოაცხადა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რუსეთის VTB ბანკთან დაკავშირებით – რუსეთის ერთ-ერთ სისტემურ ბანკთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული რუსეთის ომის მხარდამჭერ სქემებში და, კერძოდ, ირანის რეჟიმთან ურთიერთობებში. ყველა ასეთი სქემა, რომელიც მშვიდობის წინააღმდეგ მუშაობს, ნამდვილად უნდა დაიშალოს. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს ამ სასარგებლო ნაბიჯისთვის! ამ ომის დასრულებას ალტერნატივა არ აქვს. რუსეთზე ზეწოლის ყველა ფორმამ უნდა შექმნას შესაბამისი დიპლომატიური პირობები. დიდება უკრაინას“, – წერს ზელენსკი.
Russia continues to attack our energy sector, regular logistics, and critical infrastructure. And our responses to them for this are tangible. There are new results from the Defense Forces of Ukraine regarding the refinery in Syzran. There was also a strike in Taganrog on a drone production facility, as well as on a drone preparation and launch site in the Oryol region. Targets were hit in the Black Sea as well. I thank every one of our warriors for the effectiveness of our long-range sanctions!
The day before, the United States also announced a significant decision regarding Russia’s VTB Bank – one of Russia’s systemic banks, which is heavily involved in schemes supporting Russia’s war and, in particular, its relations with the Iranian regime. All such schemes that work against peace truly need to be dismantled. I thank our partners for this useful step!
There is no alternative to ending this war. And all forms of pressure on Russia must create the right diplomatic conditions. Glory to Ukraine!
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 15, 2026