ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა თავიანთი დარტყმებით აჩვენეს, რომ უიტკოფსა და კუშნერს არ შეუძლიათ თვითმფრინავის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მოვამზადეთ და ჩვენი აეროპორტები მუშაობს

17:33, 06.09.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე ემზადებოდა აეროპორტში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის დახვედრისთვის, თუმცა რუსეთიდან მომავალი საფრთხის გამო ეს ვერ მოხდა.

„სამწუხაროდ, რუსებმა თავიანთი დარტყმებით აჩვენეს, რომ უიტკოფსა და კუშნერს არ შეუძლიათ თვითმფრინავის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი მოვამზადეთ და ჩვენი აეროპორტები ფუნქციონირებს. ვფიქრობ, გვექნება შესაძლებლობა, ამაზე დეტალურად ვისაუბროთ“, – განაცხადა ზელენსკიმ მომლაპარაკებლებთან შეხვედრამდე.

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში მატარებლით ჩავიდნენ. მომლაპარაკებლების რანგში უკრაინის დედაქალაქში ეს კუშნერისა და უიტკოფის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

მსგავსი